გურიაში 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს

გურიაში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, 9 აპრილს დაღუპული ნინო თოიძისა და ნატო გიორგაძის საფლავები გვირგვინებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ობელისკი, ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი, 9 აპრილის მემორიალი ჩოხატაურში.

Visited 152 times, 1 visit(s) today