გურიის გუბერნატორი მსოფლიო ჩემპიონს დახვდა

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე მოადგილეებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან მსოფლიო ჩემპიონს დავით ჩხარტიშვილს დახვდა და მას ჩემპიონობა მიულოცა. მშობლიურ კუთხეში ფალავანს გულშემატკივრებიც დახვდნენ.
საფრანგეთში, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობდა, რომელშიც ქართველი ფალავნებიც იღებდნენ მონაწილეობას.
55 კგ წონით კატეგორიაში დავით ჩხარტიშვილმა ნახევარფინალურ შეხვედრაში ყირგიზ ნუზუპბეკ ტოპჩუბაევს 9:8 სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა.
ფინალში ჩხარტიშვილი იაპონელ იო ნამბას დაუპირისპირდა, რომელსაც 3:2 სძლია და ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

Visited 232 times, 1 visit(s) today