გურიის რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. მავნებლის განადგურების მიზნით, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურებია დამონტაჟებული.
ფერომონების მეშვეობით კონკრეტულ ლოკაციაზე ხდება მავნებლის მოზიდვა და ტარდება წერტილოვანი შეწამვლითი სამუშაოები. პროცესს მოსახლეობა თვალს ადევნებს. ისინი აცხადებენ, რომ შეწამვლის შედეგად დიდი რაოდენობის მავნებელი ნადგურდება.
ღონისძიებების მიმდინარეობას აზიური ფაროსანას საკოორდინაციო შტაბის წევრებთან და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად გაეცნენ მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
დასავლეთ საქართველოში 50 ათასი ფერომონია დამონტაჟებული, მათ შორის გურიის რეგიონში 6000-მდე.
მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება. დღეიდან იწყება თერმული ნისლით წამლობის ახალი ეტაპი, რომელიც მავნებლის მოზამთრე ფაზის დაწყებამდე გაგრძელდება.

Visited 195 times, 1 visit(s) today