გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება. უკვე შეძენილი აქვთ 10 ტონა ტექნიკური მარილი და 20 ტონა ქვიშა, ასევე მობილიზებულია ტექნიკაც. მაღალმთიან სოფლებში ზიარსა და ჭერემში კი 4-4 ტონა ტექნიკური მარილია დასაწყობებული. ინფრასტრუქტურის სამსახურის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, დიდთოვლობის შემთხვევაში გაიწმინდება როგორც ქალაქის, ასევე სოფლების გზები და დაიყრება ტექნიკური მარილი. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამისათის 10 ათასი ლარი გამოიყო.
გურჯაანის მერიამ ზამთრის სეზონისთის 10 ტონა მარილი და 20 ტონა ქვიშა შეიძინა
16/01/2018