დავით ზალკალიანი გერმანიის მმართველი პარტიის საგარეო პოლიტიკურ სპიკერს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დავით ზალკალიანმა გერმანიის მმართველი პარტიის საგარეო პოლიტიკურ სპიკერს საქართველოს სგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო. დავით ზალკალიანმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის საგარეო პოლიტიკურ სპიკერს ნილს შმიდტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე და უსაფრთხოების არსებულ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზას და ამ მიმართულებით არსებულ სამომავლო გეგმებს. გერმანული მხარის მიერ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს უპირობო მხარდაჭერა ყველა სტრატეგიული მიზნის განხორციელებაში. დადებითად შეფასდა საქართველოს დემოკრატიული, ეკონომიკური ტრანსფორმაცია და გატარებული რეფორმები.

Visited 176 times, 1 visit(s) today