ქ. ბათუმში გამართული თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა რეგიონულ საკითხებში რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან დანუც-სებასტიან ნეკულაესკუსთან.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება პოლიტიკური უსაფრთხოების, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების კუთხით.
Visited 129 times, 1 visit(s) today