დავით სერგეენკო, გაეროს ბავშვთა ფონდის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახალ ხელმძღვანელს, დოქტორ ღასან ხალილს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ბავშვთა ზრუნვის, სოციალური და ჯანდაცვის სფეროს საკითხები და თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.
დავით სერგეენკომ მადლობა გადაუხადა გაეროს ბავშვთა ფონდს თანამშრომლობისა და გაწეული დახმარებისთვის. შეხვედრაზე საუბარი ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს შეეხო, როგორიც არის: მიზნობრივი სოციალური დახმარება, პერინატალური სერვისების ხელმისაწვდომობა და დიდი ზომის ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციის პროექტი.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი თამარ უგულავა და სოციალური პროგრამების ხელმძღვანელლი ანდრია ნადირაძე ესწრებოდნენ.

Visited 123 times, 1 visit(s) today