დავით სერგეენკო გერმანიის დელეგაციას შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გერმანიის დელეგაციას უმასპინძლა. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მათ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. დავით სერგეენკომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემურ გამოწვევებზე რეაგირებისთვის საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. განსაკუთრებული აქცენტი გლობალური ფონდის ხელშეწყობით განხორციელებულ პროექტებზე გაკეთდა. მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიმოხილვის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა. შეხვედრის დასკვნით ნაწილში მხარეებმა დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრეს და თანაშრომლობის გაძლიერების გზებზე იმსჯელეს.
დელეგაციის შემადგენლობაში გერმანიის პარლამენტის წევრები, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენელები შედიან. ოფიციალური ვიზიტი საქართველოში გუშინ დაიწყო და 2 ივნისს დასრულდება.

Visited 163 times, 1 visit(s) today