საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ტარიკ მაატის შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ფარმაცევტიკის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და სამედიცინო მიმართულებით ერთმანეთს თავიანთი ხედვა გაუზიარეს.
შეხვედრას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და ფარმაცევტულ კომპანია „Marckyrl Armeni“-ის გენერალური მენეჯერი ედუარდ მანუკიანი ესწრებოდნენ.
ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოს 25 მარტს დატოვებს.
Visited 181 times, 1 visit(s) today