ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაბა ბახმაროში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ბეტონის საფარი დაიგო ახალი პარკის მიმდებარედ, ჩოხატაურისა და სატყეოს ქუჩებზე. პროექტი დაფინანსდა მთის განვითარების ფონდიდან და მისი ჯამური ღირებულება 250 000 ლარია.
ასევე, ბახმაროს ცენტრალურ გზაზე, 5 კმ მონაკვეთზე, დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების ლედ განათების სისტემა.
დავით შარაშიძემ, დაბა ბახმაროში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
24/10/2022