დავით შერაზადიშვილი და კომპანია ,,არემჯის“ წარმომადგენლები სოფელ ტანძიის მოსახლეობას შეხვდნენ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე და კომპანია ,,არემჯის“ წარმომადგენლები სოფელ ტანძიის მოსახლეობას შეხვდნენ.
რამდენიმე დღის წინ ტანძიის მოსახლეობამ კომპანია ,,არემჯის“ ახალი პროექტის ,,ბნელი ხევის“ დაწყება გააპროტესტა. მათი თქმით აფეთქება, რომელიც სოფელიდან რამდენიმე კილომეტრში მოხდა, საცხოვრებელი სახლების დაზიანებას გამოიწვევს, ხოლო მოპოვებითი სამუშაოების დროს გარემოს დაბინძურება მოხდება. მაცხოვრებლებს კომპანიის წარმომადგენლებმა ყველა დასმულ კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცეს და განმარტეს, რომ „არემჯის“ სამუშაოები ხალხსა და გარემოს საფრთხეს არ უქმნის.
როგორც კომპანიის წარმოების დირექტორმა, კობა მენაბდიშვილმა განმარტა, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდება სეისმური ხელსაწყოები, რომლებიც აფეთქების სიძლიერეს ზომავს. მისი თქმით, მიმდინარე სამუშაოების შერულებით კანონი არ ირღვევა.
შეხვედრაზე ტანძიის მოსახლეობას კიდევ ერთხელ განემარტა, რომ მათივე თხოვნით შეიცვალა თავდაპირველი პროექტი და სატვირთო ავტომობილების გადაადგილება სოფლის გვერდის ავლით მოხდება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსახლეობამ განაცხადა, რომ აპ ეტაპზე არსებულ ყველა კითხვაზე მიიღეს დამაკმაყოფილი პასუხი.

“ვფიქრობ, აღნიშნული შეხვედრა ყველა მხარისთვის ნაყოფიერი იყო. ამ შეხვედრის შემდეგ, ყველა ახალი კითხვის გაჩენის შემთხვევაში, კიდევ გაიმართება დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგი. თვითმმართველობის პირდაპირი ვალდებულებაა დაიცვას საკუთარი მოსახლეობისა და ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი კომპანიის ინტერესები. კომპანია “არემჯი“ ,რომელიც ოპერირებს ჩვენს მუნიციპალიტეტში, ადგილობრი ბიუჯეტს თითქმის 80 %-ით ავსებს. საკმაოდ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ კომპანიაში ძალიან ბევრი ადამიანი არის დასაქმებული.
რაც შეეხება მოსახლეობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას სახლების დაზიანებასთან დაკავშირებით, დაზიანების ვიზუალური მხარე არ არის აღნიშნული და რა მასშტაბის აფეთქება იყო ამ ეტაპზე მე ნამდვილად გამიჭირდება პასუხის გაცემა, თუმცა კომპანიამ აიღო ვალდებულება , რომ ტერიტორიაზე განთავსდეს სეისმური ხელსაწყოები, რომლებიც განსაზღვრავს თუ რა ტალღა მოდის აფეთქების შედეგად. კანონი არეგულერებს ამ საკითხს და არავის არ აქვს უფლება, რომ კომპანიის აფეთქებით, მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს მიადგეს ზიანი“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა.

Visited 161 times, 1 visit(s) today