დავით შერაზადიშვილმა სოფელ ნახიდურში მცხოვრებ 18 წლის შშმ პირს საჩუქრად პორტატული კომპიუტერი გადასცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად, სოფელ ნახიდურში მცხოვრებ 18 წლის შშმ პირს ლეილა ისმაილოვას საჩუქრად პორტატული კომპიუტერი გადასცა. ლეილა ისმაილოვამ საკუთარი სურვილი რამდენიმე თვის წინ, სოფლად მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და შშმ ქალებთან შეხვედრისას გამოთქვა.
რამდენიმე თვის შემდეგ ლეილა ისმაილოვას სურვილი ახდა და დღეს იგი ფიქრობს, რომ კომპიუტერი საზოგადოებაში ინტეგრირებაში დაეხმარება და უფრო აქტიური გახდება. ლეილა ისმაილოვას ოჯახს, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოციალური პროგრამის ფარგლებში, მუდმივ დახმარებას უწევს.

Visited 149 times, 1 visit(s) today