დათო გოგუამ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2017 წლის 12 ივლისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 1 500 000 ლარი გამოიყო , აღნიშნული თანხის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სახიდე გადასასვლელების, სანიაღვრე არხების, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა.
სოფელ ხაბუმეში,(ჯუმითის უბანში) სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მიმდინარეობს.
სამუშაოებს აწარმოებს შ.პ.ს. ,თენგო +“.
სამუშაოების შესასრულებლად 80 000 ლარია გათვალისწინებული.
ასევე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში სოფელ მუხურში სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ დაათვალიერა.

Visited 144 times, 1 visit(s) today