დამეწყრილი ოჯახების მდგომარეობას გამგებელი პირადად გაეცნო

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე მოადგილესთან მინდია ბასილაძესთან ერთად სოფელ ერგეში სტიქიის შედეგად დაზარალებულ თამარ ლორთქიფანიძის ოჯახში იმყოფებოდა. დაზარალებულებული ოჯახის საკითხი პირად კონტროლზე აიყვანა მაჟორიტარმა დეპუტატმა შარაბიძეების თემში- კოალიცია “ქართული ოცნებიდან” ვახტანგ ლორთქიფანიძემ.
თამარ ლორთქიფანიძის ოჯახმა წუხელ თავი ნათესავებს შეაფარეს. დღეს არსებულ მდგომარეობას გეოლოგები შეისწავლის, რის შემდეგაც გამგეობა შესაბამის ზომებს მიიღებს.

Visited 158 times, 1 visit(s) today