დედაქალაქში ხვალიდან ახალი მარშრუტი – N321 ამოქმედდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დედაქალაქში ხვალიდან ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი – N321 ამოქმედდება. აღნიშნული ავტობუსი დიდი დიღმიდან მეტროსაგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით იმოძრავებს და მგზავრებს შემდეგი მარშრუტით მოემსახურება:
დიდი დიღმის IV მიკრორაიონი (დემეტრე თავდადებულის ქუჩა, მე-6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია) – დიდი დიღმის IV მიკრორაიონი (დ. თავდადებულის ქუჩა – არჩილ მეფის ქუჩა) – დიდი დიღმის III – I მიკრორაიონი (მირიან მეფის ქუჩა) – ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა – გიორგი მინდელის ქუჩა – თენგიზ შეშელიძის ქუჩა – მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარე ტერიტორია.

უკუმიმართულებით ავტობუსი შემდეგი მიმართულებით იმოძრავებს: მეტროსადგური „სარაჯიშვილის“ მიმდებარე ტერიტორია – დავით სარაჯიშვილის გამზირი – თენგიზ შეშელიძის ქუჩა – ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი – მირიან მეფის ქუჩა – დიდი დიღმის III – I მიკრორაიონი (მირიან მეფის ქუჩა) – დიდი დიღმის IV მიკრორაიონი (არჩილ მეფის ქუჩა – დ. თავდადებულის ქუჩა) – დიდი დიღმის IV მიკრორაიონი (დ. თავდადებულის ქუჩა, მე-6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია).
ახალი ავტობუსი დიდ დიღომში გაივლის მირიან მეფის ქუჩის იმ ნაწილსაც, სადაც აქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა. კერძოდ, მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს კლინიკა „იმედის” მიმართულებითაც. ახალ მარშრუტზე მგზავრებს 15-წუთიანი ინტერვალით, BMC მარკის 12-მეტრიანი ოთხი ავტობუსი მოემსახურება

Visited 55 times, 1 visit(s) today