დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიოს სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, მსოფლიოს სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. იტალიური, არაბული, ჩინური, აზერბაიჯანული, უკრაინული და სხვა ქვეყნების წამყვანი გამოცემებისა და ტელევიზიების ჟურნალისტები, საქართველოში სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიის გასაშუქებლად ჩამოვიდნენ.
შეხვედრაზე, პირველმა ვიცე-პრემიერმა, მსოფლიო მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა. მინისტრმა, ჟურნალისტებს საქართველოში მიმდინარე მსხვილი საინვესტიციო პროექტები და ქვეყნის ტურისტული პოტენციალი გააცნო.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ინტერვიუ მისცა ცნობილ იტალიურ მედია ჰოლდინგის ,,ლა სტამპას“ რეპორტიორს. ჟურნალისტთან, ლუჩია სგუელიასთან მინისტრმა მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე, გაზრდილ ტურისტულ ნაკადებზე და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე ისაუბრა.
მინსტრთან სტუმრად მყოფმა ჟურნალისტებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს და საქართველოს კულტურისა და ისტორიის შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს.
შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საღამოს, საქართველოში სტუმრად მყოფი ჟურნალისტები სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისის“ გახსნის გალა ღონისძიებას დაესწრებიან.

Visited 145 times, 1 visit(s) today