დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო IT – კომპანიასთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო კომპანიის „EON Reality“ დამფუძნებელს ლეჟესკარს (Dan Lejerskar) შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის მიზანია საქართველოში მორიგი IDC ცენტრის ფორმირება, რომელსაც რეგიონალური ჰაბის დატვირთვა ექნება და სხვადასხვა მომსახურებას შესთავაზებს, როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანს, სომხეთს, თურქეთსა და ირანს. საინვესტიციო მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში დაახლოებით 27 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

Visited 138 times, 1 visit(s) today