დუშეთში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის მოასფალტება დასრულდა

ქალაქ დუშეთის შესასვლელში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის მოასფალტება დასრულდა და გზის სავალ ნაწილზე მეორე ფენა ასფალტის საფარი დაიგო. სამუშაო პროცესის მოსანახულებლად ადგილზე იმყოფებოდნენ: დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი თანიაშვილი და მერის წარმომადგენელი ქალაქ დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ინაშვილი. მოასფალტების სამუშაოები ამხანაგობა “ენკამ” შეასრულა.

Visited 144 times, 1 visit(s) today