დღეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება სრულად შედის ძალაში

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in this site default language. You may click one of the links to switch the site language to another available language.

დღევანდელი დღე განსაკუთრებით სიმბოლურია საქართველოსთვის, რადგან დღეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება სრულად შედის ძალაში. ეს ნაბიჯი უბრალო ფორმალობაზე გაცილებით მეტია: ესაა შედეგი და ჯილდო, რომელიც წლების მანძილზე განხორციელებულმა ამბიციურმა რეფორმებმა მოგვიტანა. აღნიშნული რეფორმები შეეხო სასამართლო და საარჩევნო სფეროებს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და ცხოვრების პირობები. ეს შეთანხმება ამყარებს საქართველოს ურთიერთობას თავის პარტნიორთან, რომელიც წლების მანძილზე ჩვენი მისაბაძი მაგალითი და საბოლოო დანიშნულების წერტილი იყო. რაც მნიშვნელოვანია, მიუთითებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყებას. ეს ეტაპი მოიცავს სფეროთა ისეთ ფართო სპექტრს, როგორიცაა გარემოს დაცვა, ტრანსპორტი, განათლება და ენერგეტიკა.

Visited 193 times, 1 visit(s) today