თავადაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბრიუსელში მომხდარ ტერქტს ეხმაურება.
“აბსოლუტურად შეძრული და შოკირებული ვარ ბრუსელში ტერაქტებით. დღეს ყველამ კიდევ ერთხელ დავინახეთ რომ ბოროტებას არ აქვს საზღვრები და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთად დგომა და ერთად ბრძოლა თავისუფალი სამყაროს ერთადერთი არჩევანია”- აღნიშნავს თავადაცვის მინისტრი.
ბრიუსელის ტერაქტების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, დღეს დილით, ბელგიის დედაქალაქში, ბრიუსელის ვანეტამის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა. აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. აეროპორტის აფეთქებებიდან, რამდენიმე წუთში, აფეთქება ქალაქის ცენტრში მდებარე მეტროსადგურებში “შუმანსა” და “მაალბეკში” მოხდა.აღსანიშნავია, რომ მეტროსადგურ „შუმანის მოედანთან “ ევროკავშირის ინსტიტურებია განლაგებულია, მაალბეკი კი იმ უბანში მდებარეობს, სადაც ემიგრანტები ცხოვრობენ და სადაც, რამდენიმე დღის წინ პარიზის ტერაქტების მთავარი ეჭვმიტანილი, სალაჰ აბდესლამი დააკავეს. ბრიუსელში საფრთხის უმაღლესი- მე-4 დონეა გამოცხადებული.