ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა რეზოლუცია „ქალები შრომის ბაზარზე აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში“ დაამტკიცა

31/10/2017

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტმა განიხილა რეზოლუციის პროექტი „ქალების მდგომარეობის შესახებ შრომის ბაზარზე აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში“.
პარტნიორები მიესალმნენ ინ ფაქტს, რომ სტამბოლის კონვენცია ოჯახში ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ რატიფიცირებული აქვს ევროკავშირის და აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორ ქვეყნებს.
პარტნიორებს შორის გამოითქვა მზაობა გაძლიერდეს თანამშრომლობა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის რათა, უზრუნველყოფილ იქნეს გენდერული თანასწორობის ფუნდამენტური ღირებულება.
სხდომაზე, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის წევრ ქვეყნებში, ტუბერკულოზის მდგომარეობაზე და მისი აღმოფხვრის ხელშეწყობასთან დაკავშირებით მოხსენება განიხილეს. შეთანხმდნენ, რომ ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად საპარლამენტო ჯგუფი შეიქმნება.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივით სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტი 2018 წელს იმუშავებს თემაზე: არაფორმალური ურთიერთობები და დასაქმებულების სოციალური დაცვა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0