ელექტრონული მუსიკის ფესტივალის სამზადისს დავით ფარცვანია გაეცნო

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, ზუგდიდის მერის მოადგილესთან ერთად ანაკლიაში საფესტივალო სამზადისს გაეცნო. სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი echowaves ანაკლიაში, პროექტ ,,Chek in Georgia”-ს ფარგლებში 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ფესტივალზე ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავები დაუკრავენ. ფესტივალის ტერიტორიაზე 8 სცენა განთავსდება. ელექტრონულ მუსიკასთან ერთად დამსვენებლებს ორგანიზატორები სხვადასხვა აქტივობებს შესთავაზებენ.

Visited 166 times, 1 visit(s) today