ქალაქ ვალეში, „ ყოფილ პოლიციის შენობას“ -ს, რომელშიც მუსიკალური სკოლა და წარმომადგენლის ოთახია განთავსებული, რეაბილიტაცია უტარდება.
ამ ეტაპზე შენობაში ჩაისვა, მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯარა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სველი წერტილების მოწყობა, მოწესრიგდება შენობის შიდა ინტერიერი. კეთილმოეწყობა ეზო, გაკეთდება ბეტონის კიბე, აღდგება საყრდენი კედელი და დეკორატიული ღობე. დაიგება ქვაფენილი და დაიდგმება სკამები.
სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კოპმანია „როიალ ბილდინგ ჯორჯია“ ახორციელებს.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
Visited 264 times, 1 visit(s) today