ვალეში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვალეში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა შიდა ინტერიერი.
შეიცვლება სახურავი, კარ-ფანჯარა, ელექტრო და შიდა გაყვანილობა. ასევე, დამონტაჟდება გათბობის სისტემა.

სულ მალე ორასზე მეტი აღსაზრდელი თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილ საბავშვო ბაღში დაეუფლებიან სხვადასხვა უნარ-ჩვევებს.

პროექტი მთის ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 318 266 ლარით ფინანსდება.

Visited 148 times, 1 visit(s) today