ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მეორე პირი ასფალტის საფარი დაიგო

ბათუმში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მეორე პირი ასფალტის საფარი დაიგო. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე მილები და ჭები, ასევე, გზაჯვარედინებზე დამონტაჟდა ბორდიურები, საკომუნიკაციო მილები და საკომუნიკაციო ჭები. კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიხაზება საგზაო ნიშნები. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 666 ათას 239 ლარს შეადგენს.

Visited 164 times, 1 visit(s) today