ვეტოს დაძლევა თვითმიზანი არ არის

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ვერავითარ ინტერესს, რომ ეს ვეტო დავძლიოთ, ვერ ვხედავთ, – ამის გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტზე ვეტოს დადების თაობაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეაფასა.

”დეტალები ჯერჯერობით არ ვიცი, თუმცა, რასაკვირველია, ვეტოს დაძლევა თვითმიზანი არ არის. ჩვენთვის საგანგებო მნიშვნელობა აქვს მთავარ საკითხს, შენიშვნები არის თუ არა მართლაც მოტივირებული – იქნებ რაიმე გამოგვრჩა, რაიმე ფორმულირებას ისე არ ვაყალიბებთ… ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ პრეზიდენტის მოსაზრება. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტმაც ეს ვეტო გამოიყენა არა რაღაც კონიუნქტურული მოსაზრებით, არამედ სწორედ ამ მიზნით და სულისკვეთებით, რომელზეც ვისაუბრე. სამწუხარო ერთია, რომ როცა ასეთი მოტივირებული შენიშვნები კეთდება, იქ არ რჩება ადგილი საზოგადოებრივ სივრცეში იმის განსახლილველად, თუ რამდენად საქმიანია ვეტო, ან უმრავლესობის პასუხი. ხდება ლაპარაკი იმაზე, რომ პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის გარკვეული დაპირისპირებაა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არ არის კარგი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ „საქმე გვაქვს საქმიან და სიღრმისეულ საკითხებთან“.

„ჩვენ, რასაკვირველია, ვერავითარ ინტერესს, რომ ეს ვეტო დავძლიოთ, ვერ ვხედავთ. ვაცადოთ მოვლენების განვითარებას, განვიხილავთ, ჩავიხედავთ დეტალებში და შემდეგ უფრო კონკრეტულ განცხადებებს გავაკეთებთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

Visited 148 times, 1 visit(s) today