ვიზალიბერალიზაცია ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო წერტილი არ არის

ვიზალიბერალიზაცია ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო წერტილი არ არის – ჩვენი მთავარი მიზანი ევროპულ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციაა, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. მან კოლეგებს ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა.

”ეს ნამდვილად არის ჩვენ ქვეყნის დიდი მიღწევა. ეს არის თითოეული მოქალაქის მიღწევა, ხელისუფლების მიღწევა და აქ მყოფი თითოეული ადამიანის მიღწევა. ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით ჩვენი მოქალაქეებისათვის ყველა ის სიკეთე გახდება ხელშესახები, რომელიც ევროპულ ინტეგრაციასთან არის დაკავშირებული. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო წერტილი არ არის – ამ მიმართულებით ჩვენი მთავარი მიზანია სრული ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ეს მიზანიც უახლოეს პერიოდში მიღწეული იქნება”, – განაცხადა კობახიძემ.

Visited 95 times, 1 visit(s) today