ვინც სააკაშვილის დაბრუნებაზე ოცნებობს დანაშაულია და ამ დანაშაულზე ყველა აგებს პასუხს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მოძრაობა ,,ეროვნული”-ის ლიდერი სანდრო ბრეგაძე კომენტარს აკეთებს ძალოვან სტრუქტურებში არსებულ ვითარებაზე და prof-news-თან საუბრისას აღნიშნავს:

,,მივმართავ სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძეს !!! ძალიან ცუდი ამბები მომდის თქვენი სამინისტროდან. რაც მე წამოვედი მინისტრის მოადგილის პოსტიდან თქვენგან ლობირებულ ნაცებს სულ აუშვიათ აფრები და თქვენი ხელშეწყობით ხდება ოცნების კადრების დაქვეითება და პირწავარდნილი ნაცების დაწინაურება. მესმის რომ არასოდეს ყოფილხართ სააკაშვილის ოპოზიციაში, პირიქით მისი მეხოტბე იყავით, მაგრამ იმ ხალხით სამინისტროს გავსება, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს “რუს ოლიგარქს” ეძახის და სააკაშვილის დაბრუნებაზე ოცნებობს დანაშაულია და ამ დანაშაულზე ყველა აგებს პასუხს.”-განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

Visited 1 233 times, 1 visit(s) today