ნაძალადევის რაიონის გამგებელს ზაზა გაბუნიას გაწეული სამუშაოებისთვის მადლობის სიგელი გადასცეს. თბილისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაბუნიას მადლობის სიგელი საზოგადოებრივმა საბჭოებმა გადასცეს.
”შეხვედრაზე გამგებელი საბჭოების წევრებს 2 წლის განმავლობაში, გამგეობის მიერ რაიონში სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებული სამუშაოების შესახებ ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. საზოგადოებრივ საბჭოებში სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის წარმომადგენლები არიან გაწევრიანებული, რომელთა ფუნქცია თვითმმართველობის ორგანოების მუშაობის პროცესში სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფაა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც მერიის პრესსამსახური ავრცელებს.