ზესტაფონის მუნიციპალიტეტი დასუფთავების მასშტაბურ აქციას შეუერთდა. „დავასუფთაოთ საქართველო“ –ს კამპანიის ფარგლებში დასუფთავდა კვალითის დასახლების ცენტრალური ქუჩები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა ეზოები, აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიები. დასუფთავების აქციაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის გამგეობის და ა (ა) იპ – ის წარმომადგენლები იღებდნენ. აქციაში ჩაერთვნენ გამგებლის მოადგილეები გია დევდარიანი და ვახტანგ ღამბაშიძეც. 17 სექტემბერს, აქციის მეორე დღეს, ქალაქის ცენტრალური ქუჩა დასუფთავდება (ე.წ. პატარა ბაზრის ხიდიდან – 9 აპრილის სახელობის სკვერმდე). დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ 1992 წელს დაფუძნდა და მასში 140 –ზე მეტი ქვეყანაა ჩართული, მათ შორის საქართველოც. აქციაში ყოველ წელს აქტიურადაა ჩართული ზესტაფონის მუნიციპალიტეტიც.