სპორტის სხვადასხვა სახეობებში მოასპარეზე სპორტსმენებს და მწვრთნელებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტის საერთაშორისო დღე მიულოცეს და სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს. სიგელები და საჩუქრები, სასკოლო – სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულმა მონაწილეებმაც მიიღეს. ღონისძიება მიხეილ სალაძის სპორტულ – გამაჯანსაღებელ ცენტრში გაიმართა. დაჯილდოვების ცერემონიას, ზესტაფონში სტუმრად მყოფი ლიტველებიც ესწრებოდნენ.
Visited 175 times, 1 visit(s) today