ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დიდინეძი-კახათის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დიდეძი-კახათის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება.
სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 5200 მეტრი, სიგანე 6 მეტრი.
გზა წლებია ავარიულ მდგომარეობაშია და მოსახლეობა მის რეაბილიტაციას ითხოვს. გზის რეაბილიტაციით სარგებელს 1250 ბენეფიციარი მიიღებს.
პროექტის ღირებულება 2 505 200 ლარია
სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციედება.
სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთზე გათვალისწინებულია ხელოვნური წყალგამტარი ნაგებობის მოწყობა, მილის გამოცვლა ახალი ლითონის მილით, პროექტით გათვალისწინებულია 6 მიერთებისა და 65 ეზოში შესასვლელის მოწყობა, ოც ეზოში შესასვლელზე გათვალისწინებულია რკ/ბეტონის გადახურვის ფილის და ორ ეზოში შესასვლელზე ლითონის ცხაურის მოწყობა.

Visited 242 times, 1 visit(s) today