ზუგდიდში ვეტერან დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი ზუგდიდში, ომის ვეტერან დევნილებს შეხვდნენ. გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, მიმდინარე წელს, სამინისტრო სპეციალურ პროგრამას იწყებს, რომლის ფარგლებშიც, პრიორიტეტი ვეტერანი დევნილების გრძელვადიან განსახლებას მიენიჭება.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ვეტერანი დევნილების შეკითხვებს უპასუხა, მათი საჭიროებები მოისმინა და დახმარება აღუთქვა.

Visited 186 times, 1 visit(s) today