ზურაბ ალავიძე აზიის განვითარების ბანკის დელეგაციას შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, პირველ მოადგილესთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის დელეგაციას უმასპინძლა. მხარეებმა ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს, მათ შორის წყალმომარაგებისა და გზების მშენებლობის პერსპექტივებზე. ასევე განიხილეს ურბანული განვითარების საკითხები.
ზურაბ ალავიძის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკი ერთ-ერთი მსხვილი დონორია და მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოება იგეგმება.

Visited 157 times, 1 visit(s) today