ზურაბ პატარაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან აბულფას გარაევთან. შეხვედრაზე მხარეების მიერ აღინიშნა, რომ კულტურის სფეროში მიღწეული წარმატებები განპირობებულია ქვეყნებს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კეთილმეზობლური და კეთილმეგობრული ურთიერთობების საფუძველზე.
გამოითქვა იმედი, რომ კულტურის სფეროში არსებული თანამშრომლობის აქტიური დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდება.
შეხვედრის ფარგლებში ასევე დაისახა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები და მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც 2019 წელს, გაიმართება აზერბაიჯანისა და საქართველოს კულტურის დღეები.

Visited 68 times, 1 visit(s) today