დღეს ცნობილი ქართველი მოჭიდავის და მსოფლიო ჩემპიონის – მუხრან ვახტანგაძისადმი მიძღვნილი წიგნის “მუხრან ვახტანგაძე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში” პრეზენტაცია გაიმართა. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ წიგნის პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად დაესწრო. ხელისფულების წარმომადგენლებმა ტიტულოვან ფალავანს მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. პრეზენტაციას აჭარის მთავრობის წარმოამდგენლები, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სპორტსმენები, მწერლები და სპორტსმენის მეგობრები ესწრებოდნენ. მოწვეულმა სტუმრებმა მოჭიდავის სპორტულ მიღწევებზე ისაუბრეს. წიგნი სახელწოდებით “მუხრან ვახტანგაძე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში” აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის დაფინანსებით გამოიცა. წიგნი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ,,სეზანმა“ გამოსცა.