ზურაბ სეხნიაშვილი, სოფელ აბანოსხევის მოსახლეობას შეხვდა.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ლაფანაანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ აბანოსხევის მოსახლეობას შეხვდა. მერმა მოსახლეობისგან მოისმინა ინფორმაცია სოფელში არსებული პრობლემების შესახებ და მათ სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. აბანოსხევის ამ უბანში მიმდინარეობს პრობლემური გზის ნაწილის მოასფალტების სამუშაოები, რომელიც ეტაპობრივად გაგრძელდება.

Visited 159 times, 1 visit(s) today