თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIB) უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები ეწვივნენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIB) უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები ეწვივნენ. ვიზიტის მიზანს DIB-ის გამოცდილების გაზიარება და საგანმანათლებლო პროგრამების გაცნობა წარმოადგენდა, რაც უკრაინულ მხარეს მსგავსი ფორმატის სკოლის ჩამოყალიბების პროცესში დაეხმარება. დელეგაციის წევრებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა პრეზენტაცია წარუდგინა და სკოლის დაარსების ისტორიის, მისი ამოცანის, მნიშვნელობის, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მან სტუმრებს განხორციელებული პროექტები, სკოლის მიღწევები და მომავლის გეგმებიც გააცნო. შეხვედრას DIB-ის თანამშრომლები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების მრჩევლები დაესწრნენ. უკრაინის თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან. მათ ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორთან, პოლკოვნიკ ზაზა ჯაფარიძესთან შეხვედრა უკვე გამართეს.

Visited 143 times, 1 visit(s) today