თავდაცვის სამინისტოს დელეგაციის კიევში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის პირველ მოადგილესა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ჯეიმს მატისს შორის შეხვედრა გაიმართა. თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმების წარმატება ხაზგასმით აღნიშნა და საქართველოს მთავრობას ამერიკის მთავრობის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა. „აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ მათი მხარდაჭერა მუდმივად გვექნება და ერთად გავუმკლავდებით იმ გამოწვევებსა და საფრთხეებს, რომლებიც დღეს ჩვენ წინაშე დგას,“ – განაცხადა ლელა ჩიქოვანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის შეხვედრა გაიმართა
24/08/2017