მთავრობის კანცელარიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი თამარ ბოდოკია შესაძლოა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნოს.
ბოდოკიამ, prof-news-თან საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შემოთავაზება მერიისგან უკვე მიიღო, თუმცა გადაწყვეტილება მას ჯერ არ მიუღია.
„ეს ჩემს სურვილზე არ არის დამოკიდებული, გაკეთდება ისე, როგორც საჭიროა. შემოთავაზება ნამდვილად იყო, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია”, – განაცხადა ბოდოკიამ.
Visited 317 times, 1 visit(s) today