თბილისის მთავარი ნაძვის ხე პარლამენტის შენობის წინ საზეიმოდ აინთო. დღესვე, დედაქალაქის ყველა უბანი საახალწლო ილუმინაციებით განათდა. ნაძვის ხის ანთების ცერემონიას, რომელიც მუსიკალურად გაფორმდა, დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დაესწრო. “მინდა, ყველას მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი; დღეს, ამ ლამაზ ადგილას შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ყველამ ერთად, საზეიმოდ ავანთოთ ეს ულამაზესი ნაძვის ხე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საკმაოდ რთული იყო 2021 წელი, მაგრამ, ამავდროულად, ეს იყო დიდი გარდატეხის წელი.
„რა თქმა უნდა, ტრადიციულად, ნაძვის ხის ანთებით ვემზადებით ახალი წლის შესახვედრად. დამეთანხმებით, რომ საკმაოდ რთული წელი იყო 2021 წელი, მაგრამ ამავდროულად, ეს იყო დიდი გარდატეხის წელი, ვინაიდან, ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ, ქვეყანა დავამშვიდეთ, დავაწყნარეთ. ახლა მინდა, რომ ყველას კიდევ ერთხელ მოგესალმოთ და გისურვოთ, პირველ რიგში, მშვიდობა, ჯანმრთელობა თქვენ და თქვენს ოჯახებს, თქვენს შვილებს, თქვენს მშობლებს. მივესალმები ჩვენს ყველა თანამოქალაქეს, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს მიღმა. მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს აფხაზეთში, ოსეთში, ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს. მინდა, რომ ამ სცენიდან მადლობა გადავუხადო ამ რთულ წელს გაწეული საქმისთვის ჩვენს გმირ ექიმებს, ჩვენს გმირ პოლიციელებს, ჩვენს ჯარისკაცებს, ყველას მინდა მოგეფეროთ და მადლობა გითხრათ. ვისურვოთ, რომ მომავალი წელი იყოს მშვიდობის, კეთილდღეობის მომტანი, სიხარულის, სიყვარულის და ჩვენი გაერთიანების წელი. დიდი მადლობა, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი,”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა და თბილისის მერმა დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე ოჯახებთან ერთად აანთეს. კახა კალაძემ ნაძვის ხესთან შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.
„მინდა, პირველ რიგში, მადლობა გითხრათ დღეს აქ შეკრებისთვის, იმისთვის, რომ მობრძანდით შვილებთან, შვილიშვილებთან ერთად. ძალიან სასიამოვნოა დღევანდელი საღამო, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, ერთად ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე. რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს სურვილების ჩაფიქრება. ყველაფერი ცუდი და რთული, რაც იყო 2021 წელს, წარსულს უნდა გავატანოთ და ახალი იმედებით, ახალი შემართებით, ახალი ენერგიით და დიდი სიყვარულით შევხვდეთ 2022 წელს. ეს წელი იქნება აღმშენებლობის, განვითარების, წარმატების და წინსვლის წელი. ჩვენ ამას ყველა ერთად მოვახერხებთ. ჩემო მეგობრებო, მტრის და მოყვასის სიყვარული ჩვენი კულტურის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი რელიგიის ნაწილია. ამიტომ, მინდა, ყველას გთხოვოთ, მეტი სიყვარული და მეტი პატივისცემა. რაც დღეს ყველაზე მეტ პრობლემას წარმოადგენს, არის გაუცხოება, ამიტომ გვიყვარდეს ერთმანეთი და ერთიანი შემართებით ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ, ისე, რომ ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს კეთილდღეობა საკუთარ თავზე და ოჯახში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საზეიმო ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. 24დეკემბერს, საზეიმოდ გაიხსნება „საახალწლო სოფელი“, რომელიც ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული. ამ ხნის განმავლობაში, აღნიშნულ ადგილმდებარეობებზე ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები. „საახალწლო სოფელში“ განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები და თოვლის ბაბუას სახლის