თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსში სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 35 საკითხი განიხილეს,
დეპუტატებმა სხდომაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტების, განაშენიანების რეგულირების გეგმის დავალებებსა და განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
დღესვე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. აღნიშნული საკითხების შესახებ დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა ნესტან ადვაძემ მიაწოდა.
ამავე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით პრივატიზების საკითხებზე იმსჯელეს და თბილისის მუნიციპალიტეტის განკარგულებებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება დადებითად შეაფასეს.
დღესვე დეპუტატებმა თბილისში რამდენიმე უსახელო ქუჩის სახელდებას დაუჭირეს მხარი.
შესაბამისი განხილვის შემდეგ, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები კენჭისყრის შედეგად დადებითად გადაწყვიტეს.
სხდომას, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე ხელმძღვანელობდნენ, დედაქალაქის მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Visited 128 times, 1 visit(s) today