თბილისში საპრეზიდენტო პროგრამა „ვისწავლოთ ქართული“ დაიწყო

01/02/2017

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი საპრეზიდენტო პროგრამის „ვისწავლოთ ქართული” პრეზენტაციას დაესწრო.
საპრეზიდენტო პროგრამა „ვისწავლოთ ქართული“ 2015 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, 75 სოფელში ეთნიკური უმცირესობების ხუთი ათასამდე წარმომადგენელს აქვს შესაძლებლობა შეისწავლოს ქართული ენა.
თბილისში კი, პროგრამის დაწყების ინიციატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „მეგობრობის სახლია“.
საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შეუძლიათ ქართული ენის შესწავლასთან ერთად კონსტიტუციის თეზისებიც შეისწავლონ.
სოფიო შამანიდის განცხადებით, საპრეზიდენტო პროგრამა წელს კიდევ უფრო გაფართოვდა და თბილისსაც მოიცავს.
„როგორც წესი ჩვენ ჯგუფებს ვხსნით სოფლებში, სადაც კომპაქტურად არიან დასახლებულები სომხურ და აზერბაიჯანულ ენოვანი მოსახლეობა, მაგრამ ამჯერად თბილისში არსებული „მეგობრობის სახლის“ დირექციამ გვთხოვა, რომ გაგვეხსნა ერთი ჯგუფი თბილისშიც, რადგან თბილისშიც არიან საკმაო რაოდენობა ადამიანებისა, რომლებმაც არ იციან კარგად ქართული ენა“, – განაცხადა სოფო შამანიდმა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0