თევდორე კობახიძემ საკრებულოში მოქალაქეები მიიღო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრებთან ერთად მოქალაქეები მიიღო.
შეხვედრაზე, რომელსაც თევდორე კობახიძე უძღვებოდა, მოქალაქეებისა და იურიდიული პირების განცხადებები განიხილეს, რომელთა უმეტესობა სამშენებლო ნებართვების გაცემას ეხებოდა.
კომისიის თავმჯდომარემ პრობლემების გადაწყვეტის მიზნით მიღებაზე მოსულ მოქალაქეებს თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან უშუამდგომლა.
მოქალაქეთა მიღებას სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა“ და სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Visited 135 times, 1 visit(s) today