თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მხარის გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში მაყურებელთა წინაშე ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების წარმომადგენლები სასიმღერო და საცეკვაო ნომრებით წარდგნენ. საესტრადო სიმღერები შეასრულეს ცნობილმა ქართველმა მომღერლებმაც.
ქვემო ქართლის გუბერნატორმა, პარლამენმტში თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა და მუნიციპალიტეტის მერმა 8 საპატიო და ღვაწლმოსილი მოქალაქე დააჯილდოვეს, რომლებმაც წლების განმავლობაში, პროფესიული საქმიანობით, განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მუნიციპალიტეტის განვითარებაში.

Visited 186 times, 1 visit(s) today