თელავში ავერსის კლინიკის მშენებლობა ავერსის კლინიკის პრეზიდენტმა პაატა კურტანიძემ, ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ , საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ და ვიცე-მერმა თენგიზ მთვარელიშვილმა დაათვალიერეს.
კლინიკის მშენებლობაზე 5 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება. სამუშაოებზე ამ ეტაპისთვის 21 მოქალაქეა დასაქმებული, ხოლო იგეგმება ჯამში 50 კვალიფიციური კადრის დასაქმება.
მშენებლობა დაიწყო 2016 წლის თებერვალში და ამავე წლის ოქტომბერში დასრულდება.
Visited 341 times, 1 visit(s) today