თელავში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

თელავში, სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საკონსულტაციო საბჭოს წევრების მიერ 2019 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებში დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებები იქნა მოწონებული. სხდომის ფარგლებში, ასევე განიხილეს 2019 წელს კახეთის რეგიონში მიმდინარე პროექტების განხორციელების ეტაპები. შეხვედრაზე, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის მიერ წარმოდგენილი იქნა პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგის ანგარიში.

„აუცილებელია ყველა პროექტის შესრულება მოხდეს გაწერილი გეგმა-გრაფიკის სრული დაცვით“- აღნიშნა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა – ირაკლი ქადაგიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას.

სხდომის ფარგლებში, ასევე აქცენტები გაკეთდა კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელ შემდეგ მნიშვნელოვან პროექტებზე: სტიქიის პრევენცია, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, გადაუდებელი სასწრაფო დახმარებისა და ამბულატორიების მშენებლობა/რეაბილიტაცია და სკოლების მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროექტები.
სხდომას ესწრებოდნენ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – ილია ბეგიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული – ირაკლი ქადაგიშვილი, რწმუნებულის მოადგილეები, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები.

Visited 104 times, 1 visit(s) today