თიანეთის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო ხვნა-თესვის სამუშაოები აგროვადების დაცვით შესრულდება

“ვითვალისწინებთ რა თიანეთის კლიმატური პირობების გამო შეზღუდულ აგროვადებს, გადავწყვიტეთ, შპს “მექნიზატორთან” და პროექტების მართვის სააგენტოსთან შეთანხმებით, ამ პროექტის განხორციელებაში ჩაგვერთო კერძო სარგებლობაში არსებული ტექნიკა. კერძოდ, მუხლუხიანი “DDT-ს” მარკის ტრაქტორები. ეს კი საშუალებას მოგვცემს გეგმიურად, 20 მაისისთვის დასრულდეს მოხვნაც და ყველა კულტურის დათესვაც” – გვესაუბრება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თიანეთის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ივანაური

Visited 629 times, 1 visit(s) today