თიანეთი-ახმეტას გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თიანეთი-ახმეტას გზაზე დაგეგმილია არსებულ გრუნტის გზაზე სრული რეაბილიტაციის ჩატარება და ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა. აშენდება 2 ახალი ხიდი და რეაბილიტირდება 1 არსებული ხიდი. ამ დროისთვის, გზის საფუძვლის ქვედა ფენის, ფერდების დამუშავების და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის განხორციელების შემდეგ, თიანეთი და ახმეტა, ნაცვლად არსებული დაზიანებული გზისა, სადაც გადაადგილება გართულებული იყო, განახლებული და კომფორტული გზით დაუკავშირდება ერთმანეთს. პროექტის ღირებულება 18 965 000 ლარია.

Visited 104 times, 1 visit(s) today