თურქეთის უზენაესი სასამართლოს 140 მოსამართლეზე დაკავების ორდერი გაიცა

თურქეთის უზენაესი სასამართლოს 140 მოსამართლეზე დაკავების ორდერი გაიცა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული საინფორმაციო საშუალებები – სააგენტო „ანადოლუ“ და გაზეთი Hurriyet – ავრცელებენ.
შეგახსენებთ ასევე, რომ 2 745 მოსამართლე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. მათ ფატიულაჰ გიულენთან კავშირში ედება ბრალი, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

Visited 271 times, 1 visit(s) today